გერმანიაში 14 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით ერაყელ მიგრანტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
გერმანიაში 14 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით ერაყელ მიგრანტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

გერმანიაში 14 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით ერაყელ მიგრანტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ვისბადენის სასამართლომ დანაშაულის სიმძიმის გამო 15 წლის შემდეგ მსჯავრდებულის ვადამდელი გათავისუფლების შესაძლებლობა გამორიცხა. ამგვარად, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ბრალდებულმა ალი ბ.-მ აღიარა, რომ 2018 წლის მაისში მან მაინცის მცხოვრები 14 წლის მოსწავლე, სუზანა ფ. გაგუდა, დანაშაულის დამალვის მიზნით კი ცხედარი დამარხა. ამავე დროს, ალი ბ. გოგონას გაუპატიურებას არ აღიარებდა.

განაჩენის გამოცხადებისას ვისბადენის სასამართლოს მოსამართლემ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ ბრალდებულს ჩადენილი სასტიკი დანაშაულის გამო სინანული არ გამოუთქვამს.

ალი ბ. გერმანიაში 2015 წელს ოჯახთან ერთად ჩავიდა, თუმცა ხელისუფლებამ მას თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა, თუმცა ოჯახმა ადვოკატის დახმარებით გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

მოზარდის ცხედარი ვისბადენში, სარკინიგზო ლიანდაგების მახლობლად 2018 წლის 6 ივნისს, ანუ გოგონას გაუჩინარებიდან ორი კვირის შემდეგ აღმოაჩინეს. პოლიციამ ცხედარს მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე მიაგნო. ალი.ბ დანაშაულის ჩადენის დროს 21 წლის იყო. მკვლელობის შემდეგ ის ჩრდილოეთ ერაყში გაიქცა, სადაც ის ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დააკავეს და გერმანულ მხარეს გადასცეს.

დატოვე კომენტარი