გერმანიაში კორონავირუსის ექსპრესტესტები ოქტომბრიდან უფასო აღარ იქნება
გერმანიაში 11 ოქტომბრიდან „კოვიდ-19“-ის ექსპრესტესტები უფასოდ აღარ გაკეთდება. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ ნაბიჯით ვაქცინაციის პროცესს დააჩქარებს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ მარტიდან მოყოლებული, ქვეყანაში ექსპრესტესტის ჩატარება თითოეულ მოქალაქეს კვირაში ერთხელ უფასოდ შეეძლო. ახლა კი, როდესაც ვაქცინები უკვე ფართოდ არის ხელმისაწვდომი, კანცლერი მერკელი და ქვეყნის 16-ვე რეგიონის პრემიერი შეთანხმდნენ, რომ ასეთი ხარჯების გაწევა არამიზნობრივია.
აღსანიშნავია, რომ ექსპრესტესტები, გამონაკლისის სახით, უფასო დარჩება 18 წლამდე ბავშვებისა და ორსულებისთვის.
იმ პირებს კი, ვისაც ვაქცინა არ აქვს გაკეთებული, არაერთ ობიექტსა და სერვისებზე წვდომისთვის ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა დასჭირდებათ. აქაც, გამონაკლისის სახით, ტესტის პასუხის წარდგენას არ მოსთხოვენ პირებს, თუ ინფიცირების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 35-ს არ ასცდება.