გერმანიასა და შვეიცარიაში სწრაფი ტესტი ფასიანი გახდა
გერმანიასა და შვეიცარიაში სწრაფი ტესტი ფასიანი გახდა

გერმანიასა და შვეიცარიაში სწრაფი ტესტი ფასიანი გახდა. როგორც გერმანული მედია იუწყება, 11 ოქტომბრიდან ორივე ქვეყანაში მოქალაქეების უმეტესობისთვის „კოვიდ-19“-ის სწრაფი ტესტის გაკეთება უფასო აღარ იქნება.

გერმანიის შემთხვევაში, გამონაკლისს წარმოადგენენ 12 წლამდე ბავშვები და ის ადამიანები, რომელთაც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ შეუძლიათ.

ამასთან, 12-დან 17 წლამდე ბავშვები და ორსულები კოვიდტესტის უფასოდ გაკეთებას შეძლებენ კვირაში ერთხელ. ეს წესი 31 დეკემბრამდე იქნება ძალაში. გერმანიის მოქალაქეები, რომელთაც ტესტის გაკეთება კარანტინის დასრულებისთვის სჭირდებათ, კოვიდტესტში თანხას ასევე არ გადაიხდიან. ამასთან, კვლავ უფასო იქნება პისიარტესტები, რომელთა გაკეთებაც ექიმის დანიშნულებით მოხდება.

რაც შეეხება შვეიცარიას, ტესტი უფასო იქნება მხოლოდ 16 წლამდე მოქალაქეებისთვის. ასევე მათთვის, ვინც ვაქცინის ერთი დოზა გაიკეთა და ვისაც ვაქცინის გაკეთება ექიმის მიერ აქვს აკრძალული.