გერმანიასა და ავსტრიას შორის სახელმწიფო საზღვარი 15 ივნისს გაიხსნება. განცხადება ამის შესახებ ავსტრიის ტურიზმის მინისტრმა, ელისაბედ კოშტინგერმა გააკეთა.
მინისტრის განცხადებით, გერმანიისა და ავსტრიის კანცლერები შეთანხმდნენ, რომ საზღვრის გახსნის გეგმა ორეტაპიანი იქნება.
„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება პარასკევიდან დაიწყება, საზღვარზე მოძრაობა სრულად კი, 15 ივნისს აღდგება.