გერმანიასა და ავსტრიას შორის საზღვარი 15 ივნისს გაიხსნება

12:56, 13.05.2020

გერმანიასა და ავსტრიას შორის სახელმწიფო საზღვარი 15 ივნისს გაიხსნება. განცხადება ამის შესახებ ავსტრიის ტურიზმის მინისტრმა, ელისაბედ კოშტინგერმა გააკეთა.

მინისტრის განცხადებით, გერმანიისა და ავსტრიის კანცლერები შეთანხმდნენ, რომ საზღვრის გახსნის გეგმა ორეტაპიანი იქნება.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება პარასკევიდან დაიწყება, საზღვარზე მოძრაობა სრულად კი, 15 ივნისს აღდგება.

მსგავსი