გერმანიამ წითელი ზღვიდან სამხედრო ხომალდების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

23:24, 23.07.2026

გერმანიამ წითელი ზღვიდან სამხედრო ხომალდების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ გერმანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, საუბარია ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდ Fulda-სა და მრავალფუნქციური მომარაგების ხომალდ Mosel-ის გადაყვანაზე. ისინი წითელ ზღვაში ჰორმუზის სრუტის შესაძლო განაღმვის ოპერაციისთვის ემზადებოდნენ.

„არასტაბილური პოლიტიკური ვითარების, მოკლევადიან პერსპექტივაში ე.წ. ხელსაყრელი გარემოს შექმნის ნაკლები სავარაუდოობისა და ოპერაციების გაურკვეველი ვადების ფონზე რეგიონში ძალების ყოფნა ტექნიკურ სისტემებს ზედმეტად ტვირთავს“, – განმარტეს გერმანიის თავდაცვის უწყებაში.

ბერლინში აღნიშნავენ, რომ გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალები საბრძოლო მზადყოფნას ინარჩუნებენ და როგორც კი მისიის სწრაფად დაწყების სარწმუნო ნიშნები გამოჩნდება, ხომალდებს ოპერაციის ზონაში დააბრუნებენ.

„ჩვენი ქმედებები პარტნიორებთან კოორდინირებულია. კვლავ სრულიად მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ შესაბამისი ძალებითა და საშუალებებით, როგორც კი ოპერაციის ჩასატარებლად პირობები შეიქმნება და ბუნდესტაგი თანხმობას განაცხადებს“, – აღნიშნეს გერმანიის თავდაცვის სამინისტროში.

მსგავსი