გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა.

ახალი პაკეტი მოიცავს Leopard 1 A5-ის 15 ტანკს, IRIS-T-სა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, Patriot-ის გამშვებ დანადგარებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ სიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანის მიერ გადაცემულ შეიარაღებაში ასევე შედის Gepard-ის ორი თვითმავალი საზენიტო დანადგარი, ათობით ჯავშანმანქანა, რადარები, მართვადი რაკეტები, ყუმბარმტყორცნები, 52 ათასი 155-მილიომეტრიანი ჭურვი, შაშხანები და სხვა საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა.

გარდა ამისა, დახმარების პაკეტი მოიცავს გენერატორებს, კარვებს, განაღმვით აღჭურვილობას და სხვა მასალებს.