გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ევროპული ტრანზაქციებისთვის ახალი არხი შექმნეს
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ევროპული ტრანზაქციებისთვის ახალი არხი შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
ახალი არხი ირანთან სავაჭრო ურთიერთობების გამარტივებისა და აშშ-ის მიერ თეირანისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით შეიქმნა.
ევროპული საგადასახადო არხი „ინსტექსის“ (INSTEX) სახელწოდებით იქნება ცნობილი.
ახალი ფინანსური მექანიზმის შექმნა დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა და ირანმა, გაერო-ს სამიტის ფარგლებში, 2017 წლის სექტემბერში დააანონსეს.