გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ევროპული ტრანზაქციებისთვის ახალი არხი შექმნეს

12:19, 31.01.2019

გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ევროპული ტრანზაქციებისთვის ახალი არხი შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

ახალი არხი ირანთან სავაჭრო ურთიერთობების გამარტივებისა და აშშ-ის მიერ თეირანისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით შეიქმნა.

ევროპული საგადასახადო არხი „ინსტექსის“ (INSTEX) სახელწოდებით იქნება ცნობილი.

ახალი ფინანსური მექანიზმის შექმნა დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა და ირანმა, გაერო-ს სამიტის ფარგლებში, 2017 წლის სექტემბერში დააანონსეს.

მსგავსი