გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეწყვიტა
გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეწყვიტა

გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეწყვიტა. შესაბამის ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ იძულებული გახდა, რუსეთის ქალაქებში რეისების გაეუქმებინა, რადგან მოსკოვისგან რეისების შესრულების ნებართვა დროულად არ მიიღო.

ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, ავიაციის ფედერალური უწყება ასევე წყვეტს რუსული ავიაკომპანიებისთვის რეისების შესრულების ნებართვის გაცემას.

დატოვე კომენტარი