გერმანიამ მსოფლიო რეკორდი გაიმეორა

დასრულდა შეჯიბრი ბობსლეიში მამაკაცებს შორის, რომლის გამარჯვებული გერმანული ოთხეული გახდა. ეს არის მეთოთხმეტე ოქროს მედალი გერმანიისთვის, რითაც ამ ქვეყანამ 2010 წელს ვანკუვერში გამართულ ზამთრის ოლიმპიადაზე კანადელთა მიერ ნაჩვენები შედეგი გაიმეორა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ვერცხლის მედალიც გერმანიას ერგო და მედლების სრული რაოდენობა ამ ქვეყანამ ოცდაათამდე გაზარდა. რაც შეეხება ბრინჯაოს, მისი მფლობელი სამხრეთ კორეის ნაკრები გახდა. აქვე შეგახსენებთ, რომ მედლების საერთო რაოდენობით (38) კვლავ ნორვეგია ლიდერობს.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე