რუსმა ბობსლეისტმა ოლიმპიური ოქროები უნდა დააბრუნოს
რუსმა ბობსლეისტმა ოლიმპიური ოქროები უნდა დააბრუნოს

რუსეთის ბობსლეის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრ ზუბკოვი ვალდებულია დააბრუნოს ოქროს მედლები, რომელიც 2014 წელს, სოჭის ოლიმპიადაზე მოიპოვა.

„სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა შესრულდეს. შვეიცარიის ფედერალურ სასამართლოს არ მიუღია აპელაცია დათქმულ პერიოდში. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სულ მალე მოითხოვს მედლების დაბრუნებას“, – წერია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ განცხადებაში.

სოჭის ოლიმპიადაზე რუსმა ბობსლეისტმა ორი ოქრო მოიპოვა – ორადგილიანი და ოთხადგილიანი ბობებით ასპარეზობისას. უფრო ადრე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომისიამ ზუბკოვი დამნაშავედ ცნო ანტისადოპინგო წესების დარღვევაში და გააუქმა მისი შედეგები. მოგვიანებით, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ გააუქმა ზუბკოვის სამუდამო დისკვალიფიკაცია, მაგრამ შედეგები არ აღადგინა.