გერმანიამ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, შესაძლოა რუსული და ჩინური წარმოების ვაქცინა გამოიყენოს
გერმანიამ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, შესაძლოა რუსული და ჩინური წარმოების ვაქცინა გამოიყენოს

გერმანიამ შესაძლოა რუსული და ჩინური წარმოების ვაქცინა გამოიყენოს, რომლის მიზანი ქვეყანაში ვაქცინაციის დონის დაჩქარება იქნება. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

როგორც ბავარიის მხარის ლიდერმა განცხადა, ქვეყანამ რუსული „სპუტნიკ V“-ისა და ჩინური ვაქცინის დამტკიცების საკითხი უნდა განიხილოს.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა ასევე განაცხადა, რომ ის მზად არის ამ ქვეყნების ვაქცინის გამოყენებაზე, თუ მათ ევროკავშირის მარეგულირებელი დაამტკიცებს. ერთ-ერთ ინტერვიუში შპანმა აღნიშნა, რომ რუსული და ჩინური ვაქცინის გამოყენება შესაძლოა ქვეყანას პანდემიის დამთავრებაში დაეხმაროს.

დღეს დილით, ვაქცინაციის ეროვნული სამიტის გამართვამდე, ბრანდენბურგის მხარის ლიდერმა განცხადა, რომ თუ თავდაპირველად რუსული და ჩინური ვაქცინების უსაფრთხოება დამტკიცდება, მაშინ ისინი იმუნიზაციის პროცესში გამოყენებული უნდა იყოს.