გერმანიამ ესპანეთს სუნთქვის 50 ერთეული აპარატი გაუგზავნა
BOCHUM, GERMANY - APRIL 01: Medical staff wearing protective masks and clothing bring a patient to the emergency room at the St. Josef Hospital on April 1, 2020 in Bochum, Germany. The St. Josef Hospital is among dozens of hospitals nationwide treating Covid-19 patients as a result of the coronavirus pandemic. The hospitals are gearing up in anticipation that the number of patients will continue to rise over coming weeks. Germany currently has over 68,000 confirmed cases of Covid-19 infection and 700 people have died. (Photo by Sascha Schuermann/Getty Images)
გერმანიამ ესპანეთს სუნთქვის 50 ერთეული აპარატი გაუგზავნა. ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა განაცხადა.
ესპანეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა ოდენობა 112 ათასს აჭარბებს, გარდაცვლილი კი 10 300-ზე მეტია.
გერმანიაში კი, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 85 ათასს მიაღწია. თუმცა, ესპანეთისგან განსხვავებით, ლეტალური შემთხვევები თითქმის 10-ჯერ ნაკლებია და 1 107-ს შეადგენს. ინფიცირებულთა ჭარბი ნაკადის გამო, გერმანიამ დახმარება მანამდე იტალიასა და საფრანგეთსაც შესთავაზა. ორივე ქვეყნიდან რამდენიმე ათეული პაციენტი უკვე გერმანიის კლინიკებში მკურნალობს.