გერმანია თურქეთის მთავრობისგან იზმირში გერმანული სკოლის დახურვის გამო, განმარტებებს ითხოვს
გერმანია თურქეთის მთავრობისგან იზმირში გერმანული სკოლის დახურვის გამო, განმარტებებს ითხოვს

გერმანიის საელჩო თურქეთის მთავრობას ქალაქ იზმირში გერმანული სკოლის დახურვის გამო, განმარტებებს სთხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.

გერმანიის საელჩოსთან არსებული სკოლის ფილიალი 28 ივნისს თურქეთის განათლების სამინისტროს რეგიონული განყოფილების გადაწყვეტილებით დახურეს.

„მოვუწოდებთ თურქეთის მთავრობას, დროულად განმარტოს სკოლის დახურვის მიზეზები“, – განაცხადეს გერმანიის საელჩოში. დიპლომატიურ მისიაში აღნიშნავენ, რომ სკოლები ორ ქვეყანას შორის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების მნიშვნელოვანი ელემენტია.

ბერლინსა და ანკარას შორის უკვე რამდენიმე წელია დაძაბული ურთიერთობებია. 2016 წელს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, გერმანია თურქეთის ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დარღვევების გამო ხშირად აკრიტიკებს.

დატოვე კომენტარი