გერმანია სირიის ჰუმანიტარული დახმარებისთვის ერთ მილიარდ ევროს გამოყოფს. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა.
გერმანია ჰუმანიტარული დახმარებისთვის თანხას სირიასა და მის მეზობელ ქვეყნებს გამოუყოფს, რომლებსაც სირიელი ლტოლვილები აფარებენ თავს.
„მხოლოდ სირიაში 12 მილიონი ადამიანი იმყოფება, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებაზე არიან დამოკიდებულები. ჩვენ არ უნდა დავტოვოთ სირიელი ხალხი პრობლემებთან პირისპირ მარტო“, – აღნიშნა მაასმა.
ამას გარდა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მთავრობა დამატებით კიდევ 300 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს, თუმცა ეს გადაწყვეტილება ბიუჯეტის შემუშავების შემდეგ იქნება მიღებული.
გერმანიას 2012 წლიდან სირიის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 4,5 მილიარდი ევრო აქვს გამოყოფილი.