გერმანია საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ქაბულში სამხედრო თვითმფრინავებს გზავნის
გერმანია საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ქაბულში სამხედრო თვითმფრინავებს გზავნის

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში მყოფი გერმანიის მოქალაქეების და დამხმარე ავღანელების ევაკუაციისთვის „A400M“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავები გაიგზავნება. თითოეული თვითმფრინავის ბორტზე სადესანტო დანაყოფის 30 ჯარისკაცი იქნება განთავსებული.

მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავები უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტის აეროპორტში დაეშვებიან.

სამინისტროს ინფორმაციით, ევაკუაციის გეგმა საგანგებოდ იქნა მომზადებული. როგორც წესი, მსგავსი სამხედრო ოპერაციისთვის გერმანიის პარლამენტის თანხმობაა საჭირო, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, პარლამენტის მხრიდან დამტკიცება მოგვიანებით განხორციელდება.