გერმანიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა ევროპის ახალი თაობის ავიაგამანადგურებლის შექმნის კონტრაქტს მოაწერეს ხელი
გერმანიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა ევროპის ახალი თაობის ავიაგამანადგურებლის შექმნის კონტრაქტს მოაწერეს ხელი

გერმანიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა ევროპის ახალი თაობის ავიაგამანადგურებლის შექმნის კონტრაქტს მოაწერეს ხელი.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ანეგრეტ კრამპ-კარემბაუერი და თავდაცვის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანი, ანხელ ოლივარეს რამირესი საფრანგეთში იმყოფებიან.

„მომავლის საბრძოლო საჰაერო სისტემის“ შექმნის კონტრაქტი 20 თებერვალს გაფორმდება. ფრანგულ-გერმანულ პროექტს, 2019 წლის ივნისში ესპანეთიც შეუერთდა, რომლის მიზანი, მზარდი გაურკვევლობის მსოფლიოში, ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა.

ახალი თაობის ავიაგამანდგურებელმა ფრანგული „რაფალი და გერმანული „ევროფაითერი“ უნდა ჩაანაცვლოს. ახალი თაობის სამხედრო თვითმფინავი ექსპლოატაციაში 2040 წელს უნდა შევიდეს. პროტოტიპის პირველი გაფრენა 2026 წელს იგეგმება. ავიაგამანადგურებელსდესო ევიეიშენი“ და „ეარბასი“ გამოუშვებენ.