გერმანია მოქალაქეებს აფრთხილებს, ესპანეთის სამ რეგიონში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ
გერმანია მოქალაქეებს აფრთხილებს, ესპანეთის სამ რეგიონში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ საჭიროების გარეშე, ესპანეთის სამ რეგიონში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, აღნიშნული რეგიონებია – არაგონი, კატალონია და ნავარა.

ბოლო დღეების განმავლობაში სამივე რეგიონში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, თუმცა ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ რეგიონებში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 272 000 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 28 000 ადამიანი.