გერმანია კორონავირუსის პანდემიის დროს - რა ვითარებაა ბერლინში [ვიდეო]

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის 32 781 შემთხვევაა დაფიქსირებული, ქვეყნის კანცლერი ანგელა მერკელი კი, კარანტინშია გადაყვანილი.

ამ ფონზე გერმანიის დედაქალაქში ორზე მეტი ადამიანის შეკრება და გადაადგილება აიკრძალა.

ბერლინში დახურულია სავაჭრო ობიექტები, გასართობი ადგილები, სკოლები და საჯარო სივრცეები.

მოსახლეობის უმრავლესობა თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდა. მოსახლეობის ნაწილის თქმით, მთავრობამ სწორი და დროული ნაბიჯები გადადგა, თუმცა მათი ნაწილი დაგვიანებულ რეაგირებაზეც საუბრობს.

იხილეთ საქართველოს პირველის არხის სოციალური მედიის მენეჯერის გიორგი ურუშაძის სპეციალური რეპორტაჟი ბერლინიდან.