გერმანია კარანტინის რეჟიმს 31 იანვრამდე გაახანგრძლივებს
გერმანია კარანტინის რეჟიმს 31 იანვრამდე გაახანგრძლივებს

გერმანია კარანტინის რეჟიმს 31 იანვრამდე გაახანგრძლივებს. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ იუწყება.

გავრცელებული ცნობით, გადაწყვეტილება 16-ვე ფედერალური მიწის მთავრობამ ერთხმად მიიღო. ამჟამად მოქმედ რეჟიმს ვადა 16 იანვარს ეწურება.

დახურულია სკოლები, მაღაზიების უმეტესობა, რესტორნები და ბარები.

გერმანიის კანცლერი ახალი ზომების შესახებ რეგიონალური მთავრობის წარმომადგენლებთან სამშაბათს იმსჯელებს.