გერმანია განვითარებადი ქვეყნების ვაქცინებით მომარაგებისთვის დამატებით 620 მილიონ ევროს გამოყოფს
გერმანია განვითარებადი ქვეყნების ვაქცინებით მომარაგებისთვის დამატებით 620 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანია განვითარებადი ქვეყნების ვაქცინებით მომარაგებისთვის დამატებით 620 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს მიერ ბუნდესტაგში გადაგზავნილ ბიუჯეტის პროექტში.

ინფორმაციას „დოიჩე ველე“, სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კიდევ 100 მილიონი ევრო იმ ვაქცინების შესაძენად დაიხარჯება, რომელთა დარიგება ჰუმანიტარული მიზნებისთვის მოხდება. ასევე, ბიუჯეტიდან დაფინანსდება „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, კორონავირუსის დიაგნოსტიკისა და ჯანდაცვის სფეროს მდგრადობის განმტკიცებასთან დაკავშირებული კვლევები.

პროექტის მიხედვით, გერმანიის ფედერლაური მთავრობა „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან საბრძოლველად სულ დამატებით 1.5 მილიარდი ევროს გამოყოფას აპირებს.