გერმანია ევრო 2024-ის მასპინძლობის ოფიციალური კანდიდატია
გერმანია ევრო 2024-ის მასპინძლობის ოფიციალური კანდიდატია

გერმანიის საფეხბურთო კავშირმა UEFA-ში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა. გერმანელებმა ტურნირის ორგანიზების სურვილი ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში გამოთქვეს და ახლა ოფიციალურად ჩაებნენ კამპანიაში.

ცნობილია, რომ ამ კვირას ევრო 2024-ის მასპინძლობის მეორე ოფიციალური კანდიდატი თურქეთი გახდება.

“ჩვენ შესანიშნავი განაცხადი გვაქვს და მზად ვართ ჩავატაროთ იდეალური ტურნირი. ის შესაძლებლობას მისცემს „უეფას”  უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს ევროპული ფეხბურთის განვითარებაში”, – განაცხადა გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა რაინჰარდ გრინდელმა.

განაცხადების მიღება 27 აპრილს დასრულდება. უეფას აღმასკომი 27 სექტემბერს, ნიონში აირჩევს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას.