გერმანია და ნიდერლანდები მზად არიან, თურქეთის მიერ დაკავებული ე.წ. ისლამური სახელმწიფოს გერმანელი და ჰოლანდიელი წევრები მიიღონ
გერმანია და ნიდერლანდები მზად არიან, თურქეთის მიერ დაკავებული ე.წ. ისლამური სახელმწიფოს გერმანელი და ჰოლანდიელი წევრები მიიღონ

გერმანია და ნიდერლანდები მზად არიან, თურქეთის მიერ დაკავებული ე.წ. ისლამური სახელმწიფოს გერმანელი და ჰოლანდიელი წევრები მიიღონ. განცხადება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ გააკეთა.

„გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და ვასრულებთ დანაპირებს. ვინც ხელის შეშლას შეეცდება შესაბამის შედეგს მიიღებს“, – განაცხადა სილუმ.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმაც განაცხადა, რომ ქვეყანა, თურქეთის მიერ დაკავებულ 11 ეჭვმიტანილს მიიღებს. ანალოგიური განცხადება გაკეთდა ირლანდიაშიც.

თურქეთის პრეზიდენტმა გუშინ ამერიკაში გამგზავრებამდე კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება დაკავებულ ტერორისტებთან დაკავშირებით. რეჯეპ თაიფ ერდოღანი ევროპას დაემუქრა, თუ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაკავებულ წევრებს ევროპის კარს გაუხსნის.