გერმანია და იტალია ისრაელიდან აფრიკელი მიგრანტების მიღებაზე შეთანხმებას უარყოფენ
გერმანია და იტალია ისრაელიდან აფრიკელი მიგრანტების მიღებაზე შეთანხმებას უარყოფენ

გერმანია და იტალია ისრაელიდან აფრიკელი მიგრანტების მიღებაზე შეთანხმებას უარყოფენ.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადებს, რომ მსგავს დოკუმენტს არ იცნობენ და ისრაელისგან მიგრანტების მიღების თხოვნით მათთვის არავის მიუმართვას.

2 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თელავივმა გაერო-ს ლტოლვილთა კომისარიატთან შეთანხმებას მიაღწია და ისრაელში მყოფი 37 ათასი აფრიკელი მიგრანტების ნაწილს კანადა, გერმანია და იტალია შეიფარებს.

მისივე თქმით, საუბარია 16 ათასს მიგრანტზე. ამასთან იგივე რაოდენობის მიგრანტი ისრაელში უნდა დარჩენილიყო და ლეგალური სტატუსი მიეღო.

მოგვიანებით, გაერო-ში განაცხადეს, რომ ისრაელთან მსგავსი შეთანხმება არ დადებულა. თავად ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაერო-სთან ხელშეკრულება დროებით შეაჩერა და საბოლოო გადაწყვეტილებას მიგრნატების შესახებ პრემიერი ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.