გერმანია და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კიდევ სამი წევრი ქვეყანა საჰაერო თავდაცვითი სისტემა „პეტრიოტის“ 1000 რაკეტას შეიძენენ
გერმანია და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კიდევ სამი წევრი სახელმწიფო საჰაერო თავდაცვითი სისტემა „პეტრიოტის“ 1000 რაკეტას შეიძენენ. ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1000 რაკეტის შესყიდვის შესახებ კონტრაქტი უკვე გააფორმეს გერმანიამ, ნიდერლანდებმა, რუმინეთმა და ესპანეთმა. ნატო-ში ასევე აცხადებენ, რომ ევროპაში GEM-T-ის ტიპის რაკეტების წარმოება გაიზრდება.
„ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტისთვის“ განკუთვნილი რაკეტების შესყიდვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის პირობებში აუცილებელია ალიანსის წევრებისთვის საჰაერო სივრცის დაცვის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია ნატო-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
🆕 @NSPA_NATO will support Allies to procure up to 1,000 Patriot missiles to strengthen their air defences amid Russia’s war against Ukraine 🇺🇦
❝scaling-up ammunition production is key for Ukraine’s security and for ours❞ — @jensstoltenberg
— NATO (@NATO) January 3, 2024