გერმანია და აშშ შეთანხმდნენ, „პეტრიოტის“ ტიპის ხუთი საზენიტო-სარაკეტო სისტემა უკრაინას რაც შეიძლება მალე გადაეცეს
გერმანია და აშშ შეთანხმდნენ, „პეტრიოტის“ ტიპის ხუთი საზენიტო-სარაკეტო სისტემა უკრაინას რაც შეიძლება მალე გადაეცეს

გერმანია და აშშ „პეტრიოტის“ ტიპის ხუთი საზენიტო-სარაკეტო სისტემის უკრაინისთვის რაც შეიძლება სწრაფად გადაცემაზე შეთანხმდნენ.

აღნიშნულის შესახებ  გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის, „რამშტაინის“ ფორმატში 29-ე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„გასულ კვირას ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის დროს მე და პიტ ჰეგსეტი შევთანხმდით, რომ გერმანია შეიტანს თავის წვლილს ხუთი უკიდურესად საჭირო „პეტრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის უკრაინისთვის რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებით“, – აღნიშნა პისტორიუსმა.

მისივე თქმით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში პარტნიორებთან შეათანხმებს ამ გეგმების განხორციელების მექანიზმს.

„გერმანია დამატებით თავდაცვის სისტემებსა და უკიდურესად საჭირო საბრძოლო მასალებს მიაწვდის“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.