გერმანია ჩეხეთსა და პოლონეთს მოუწოდებს, დააჩქარონ საზღვრების გახსნა
გერმანია ჩეხეთსა და პოლონეთს მოუწოდებს, დააჩქარონ საზღვრების გახსნა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი პოლონეთსა და ჩეხეთს მოუწოდებს, რომ მალევე გახსნას საზღვრები, რათა აღდგეს მოგზაურებისა და პროდუქციის თავისუფალი გადაადგილება.

ევროკავშირი შიდა საზღვრების სრულად გაღებას მიმდინარე კვირაში გეგმავს, თუმცა გარე საზღვრები 14 ივნისამდე მაინც ჩაკეტილი დარჩება.

„ჩვენ რამდენიმე დღეში შევწყვეტთ საზღვრის კონტროლს დანიასთან. 15 ივნისიდან შეწყდება სასაზღვრო შემოწმებები საფრანგეთთან, ავსტრიასთან და შვეიცარიასთან. იმედი მაქვს, საზღვრის კონტროლს მალევე დაასრულებენ ჩვენი პოლონელი და ჩეხი მეგობრები,“- განაცხადა ჰეიკო მაასმა.

პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში სასაზღვრო კონტროლი 12 ივნისამდე გაგრძელდება. როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბისი აცხადებს, ამჟამად მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით გერმანიასთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ.