გერმანია ავღანეთიდან ათასობით ავღანელის გაყვანის თაობაზე „თალიბანთან“ მოლაპარაკებებს აგრძელებს
გერმანია ავღანეთიდან ათასობით ავღანელის გაყვანის თაობაზე „თალიბანთან“ მოლაპარაკებებს აგრძელებს

გერმანიის ხელისუფლება ავღანეთიდან ათასობით ავღანელის გაყვანის თაობაზე „თალიბანთან“ მოლაპარაკებებს აგრძელებს.

„მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ „თალიბანთან“, რადგან ის ათასობით ავღანელი, რომლებმაც გერმანიაში შესვლის გარანტიები მიიღეს, ჯერ კიდევ ელოდებიან ავღანეთის დატოვების შესაძლებლობებს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა.

მაასის თქმით, მას მერე, რაც თალიბებმა აიღეს ქაბული და საჰაერო გზით ხალხის ევაკუაცია შეწყდა, ოფიციალურმა ბერლინმა ისლამაბადის ხელისუფლების მხარდაჭერით უკვე გადაიყვანა 2 000-ზე მეტი ავღანელი ჯერ პაკისტანის ტერიტორიაზე, შემდეგ კი გერმანიაში, რომელთა შორის ძირითადად დასავლურ ორგანიზაციებში მომუშავე პირები არიან.

„ჩვენ შევძელით ხალხის გერმანიაში გადაყვანა ირანის გავლითაც კი“, – განაცხადა მაასმა.