გერმანია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრებს 19 მარტიდან განაახლებს
გერმანია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრებს 19 მარტიდან განაახლებს

ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრებს 19 მარტიდან განაახლებს გერმანია. „გარდიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განცხადა.

ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ გამოყენება ორშაბათს პოლ ელრიხის ინსტიტუტის რეკომენდაციით შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც „ასტრაზენეკათი“ აცრილ შვიდ პირს თრომბოემბოლიური პროცესები დაუფიქსირდა. ვითარების გარკვევამდე, გერმანიამ პრეპარატის გამოყენება შეაჩერა და ევროპის წამლის სააგენტოს დასკვნის გამოქვეყნებას დაელოდა.

როგორც გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, ექიმები პაციენტებს სისხლის კოლტების განვითარების რისკის შესახებ ინფორმაციას წინასწარ მიაწოდებენ.