გერმანია 31 ქვეყანასთან საზღვრის გახსნას გეგმავს
გერმანია 31 ქვეყანასთან საზღვრის გახსნას გეგმავს

გერმანია საზღვრის გახსნას 31 ქვეყანასთან გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, გერმანიის მთავრობა ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასთან საზღვრების გახსნის რეკომენდაციას გასცემს.

ამასთან ერთად, საზღვრები გაიხსნება დიდ ბრიტანეთთან და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან, რომლებიც შენგენის ზონაში შედიან.

წინასწარი ცნობით, გერმანია ტურისტული სეზონის დაწყებას 15 ივნისიდან აპირებს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, გერმანიას უახლოეს ხანში სურს საზღვრების გახსნა მეზობელ ავსტრიასა და შვეიცარიასთან, თუმცა იმ პირობით, რომ ევროკავშირი საერთო წესებს დაამტკიცებს, რომლის მიხედვითაც, საზღვრების გახსნა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ქვეყანაში ყოველ 100 000 მოქალაქეზე მხოლოდ 50 ინფიცირებულია.

დატოვე კომენტარი