გერმანელი სამხედროების ცნობით, ავღანეთის აეროპორტში თვითმკვლელების თავდასხმების საფრთხე იზრდება
გერმანელი სამხედროების ცნობით, ავღანეთის აეროპორტში თვითმკვლელების თავდასხმების საფრთხე იზრდება

გერმანელი სამხედროების ცნობით, ავღანეთის აეროპორტში თვითმკვლელების თავდასხმების საფრთხე მატულობს. ამის შესახებ განცხადება გერმანელმა გენერალმა, ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორმა, ებერჰარდ ცორნმა გააკეთა.

მისი თქმით, უსაფრთხოების კუთხით ვითარება ავღანეთში გაუარესებულია.

„ჩვენ ვიღებთ გზავნილებს ამერიკელი წყაროებიდან და ასევე დამოუკიდებლად ვაფასებთ სიტუაციას და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი თვითმკვლელების მხრიდან ქაბულში თავდასხმების საფრთხე გაზრდილია“ – განაცხადა გერმანელმა გენერალმა.

შეგახსენებთ, რომ ათობით ავღანელი ამ დრომდე ქაბული აეროპორტთან რჩება. ისინი მიიჩნევენ, რომ თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებათ, რის გამოც ქვეყნის დატოვება სურთ.

ქაბულის აეროპორტის შიდა პერიმეტრს ამერიკელი და მათი მოკავშირე ქვეყნების სამხედროები აკონტროლებენ.