გერმანელი სამხედროები კუნდუზის პროვინციიდან მაზარ-ი-შარიფში გადაჰყავთ
გერმანელი სამხედროები კუნდუზის პროვინციიდან მაზარ-ი-შარიფში გადაჰყავთ

გერმანელი სამხედროები ავღანეთის პროვინცია კუნდუზიდან მაზარ-ი-შარიფში გადაჰყავთ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.

როგორც ნატო-ს მისიაში განაცხადეს, გერმანელი სამხედროები ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში გადაჰყავთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კუნდუზში საველე ბანაკი არსებობას შეწყვეტს. მათივე ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, გერმანელ ჯარისკაცებს კუნდუზში ავღანელი სამხედროების წვრთნის მიზნით გაგზავნიან.

მანამდე გერმანიაში განაცხადეს, რომ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის შემცირება, გერმანელი ჯარისკაცების უსაფრთხოებას ემუქრება. ამჟამად, ავღანეთში სულ 1 200 გერმანელი ჯარისკაცია დისლოცირებული.