გერმანელი პილოტი მაკაოს გრანპრის საშინელი ავარიის შემდეგ, საავადმყოფოდან გამოწერეს
გერმანელი პილოტი მაკაოს გრანპრის საშინელი ავარიის შემდეგ, საავადმყოფოდან გამოწერეს

17 წლის გერმანელი პილოტი სოფია ფლერში, რომელიც მაკაოს გრანპრიზე, ფორმულა 3-ის რბოლაში, უმძიმეს ავარიაში მოხვდა, საავადმყოფოდან გამოწერეს. საჯინიბო Van Amersfoort Racing-ის პილოტი პირველად ინციდენტის შემდეგ, პრესის წარმომადგენლებს დაელაპარაკა. მის სიტყვებს BBC ავრცელებს.

„მე ჯერ ისევ აქ ვარ, შემიძლია სიარული, დღეს ყველაფერი კარგად არის. დავუბრუნდები რბოლებს და გავაგრძელებ ჩემი ოცნებისკენ სიარულს. ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული ავარია, ამიტომაც, გამიჭირდა ფსიქოლოგიურად, მაგრამ გადავიტანე და ვფიქრობ, ახლა დადგა ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დრო. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ექიმებს, რომლებიც საშინელი კატასტროფის შემდეგ დამეხმარნენ ფეხზე დავმდგარიყავი. ახლა, მე მინდა ჩემს ძველ დონეს დავუბრუნდე“ – განაცხადა ფლერშმა.

შეგახსენებთ, რომ ფორმულა 3-ის ჩემპიონატის ბოლო რბოლაში – მაკაოს გრანპრიზე სხვა ბოლიდთან კონტაქტისას, ფლერშის ბოლიდი ჰაერში აიჭრა, ტრასიდან გადავარდა და რეპორტიორების ჯიხურს დაეჯახა. იყო ვარაუდი, რომ გერმანელი პილოტი მიღებული ტრავმებისგან სამუდამოდ პარალიზებული დარჩებოდა, მაგრამ გადარჩა და კარიერის გაგრძელებას შეძლებს.