გერმანელი მეცნიერების კვლევის თანახმად, ელექტრომობილები დიზელზე მომუშავე მანქანებზე მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფენ
გერმანელი მეცნიერების კვლევის თანახმად, ელექტრომობილები დიზელზე მომუშავე მანქანებზე მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფენ

მიუნხენში მდებარე „იფოს ინსტიტუტის“ მეცნიერების კვლევის თანახმად, ელექტროავტომობილები დიზელზე მომუშავე მანქანებზე უფრო მეტ ნახშირორჟანგს (CO2) გამოყოფენ.

გერმანელი მეცნიერების კვლევის შედეგებით, როდესაც ნახშირორჟანგის შემცველი გამონაბოლქვი ბატარეების წარმოებასთანაა დაკავშირებული, ქვანახშირი ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ელექტროავტომობილების გამონაბოლქვი დიზელთან შედარებით 11-28 პროცენტით მეტია.

გამოცემა „ბრასელს თაიმს“-ი წერს, რომ ბატარეების წარმოებისთვის საჭირო ლითიუმის, კობალტის და მანგანუმის მოპოვება დიდ ენერგიას მოითხოვს. „ტესლა 3“-ის მოდელი კი, ყოველ კილომეტრზე 73-დან 98 გრამამდე ნახშირორჟანგს (CO2) გამოყოფს.

სააგენტო „დოიჩე ველე“ აღნიშნავს, რომ ევროკომისია ელექტროავტომობილებს ნულოვანი გამონაბოლქვის მანქანებად განიხილავს და 2030 წლისთვის გამონაბოლქვის მიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს, თუმცა კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ამოცანის შესრულება შეუძლებელია.