გერმანელი ჟურნალისტი – დაუჯერებელი თაღლითობა, კრემლი დაბნეულია

21:01, 28.11.2019

ცნობილმა გერმანელმა ჟურნალისტმა ჰაიო ზეპელტმა, რომელიც გერმანულ ტელეარხ ARD-სთან თანამშრომლობს, საკუთარი აზრი გამოთქვა რუსულ სპორტში დოპინგ-სკანდალზე, რომელიც ახალი ძალით აგორდა და რუს სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებიდან ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით ემუქრება.

„დაუჯერებელი თაღლითობაა: მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ანგარიში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო AP-მა გამოაქვეყნა, გვიჩვენებს გაყალბების უმაღლეს მასშტაბებს. ამჯერად, რუსული შეთქმულება უპრეცედენტოა. და ეს ხსნის იმას, რატომ არის, ამჯერად, მომავალ სანქციებზე რუსული მხარის რეაქცია მშვიდი: კრემლი ძალიან დაბნეულია“, – დაწერა თავის „ტვიტერში“ ზეპელტმა, რომელიც ცნობილია დოკუმენტური ფილმებით რუსული დოპინგის შესახებ.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილება ცხრა დეკემბერს გახდება ცნობილი.

მსგავსი