გერმანელი დეპუტატი - აღმოსავლეთ პარტნიორობის მესამე ქვეყნის, საქართველოს უკან ჩამოტოვება მძიმე ისტორიული და სტრატეგიული შეცდომაა
გერმანელი დეპუტატი - აღმოსავლეთ პარტნიორობის მესამე ქვეყნის, საქართველოს უკან ჩამოტოვება მძიმე ისტორიული და სტრატეგიული შეცდომაა

ის ფაქტი, რომ ის აღმოსავლეთის პარტნიორობის მესამე ქვეყანას – საქართველოს, ამ ყველაფრის უკან ტოვებს, მძიმე ისტორიული და სტრატეგიული შეცდომაა, – ასე ეხმაურება გერმანული ბუნდესტაგის წევრი გიუნტერ კრიხბაუმი ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე საქართველოს მიერ შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით.

„ბუნდესკანცლერი კიევშია. ეს უკვე დაგვიანებული ნაბიჯია. ბოლოს და ბოლოს მან აღიარა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსი. მაგრამ ის ფაქტი, რომ ის აღმოსავლეთის პარტნიორობის მესამე ქვეყანას – საქართველოს, ამ ყველაფრის უკან ტოვებს, მძიმე ისტორიული და სტრატეგიული შეცდომაა“, – წერს გერმანული ბუნდესტაგის წევრი.