გერმანელი დამთვალიერებლები ქართულ კულტურასა და ლიტერატურას ილუსტრაციების მეშვეობით გაეცნობიან
ახალგაზრდა ქართველი ილუსტრატორები გერმანელ დამთვალიერებელს ქართულ მრავალფეროვან კულტურასა და ლიტერატურას თანამედროვე ილუსტრაციების მეშვეობით გააცნობენ.
ქართული ილუსტრაციის პროგრამა მოიცავს „მოგზაურ გამოფენას“, რომელიც ბერლინში, ფრანკფურტსა და ჰამბურგში მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება. ინფორმაციას მიმდინარე პროექტების შესახებ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და Kulturkind თანამშრომლობით, 15 ქართველი ილუსტრატორის გამოფენა My Image of Georgia ბერლინის ყოველწლიურ საბავშვო ლიტერატურ ფესტივალზე Berlin Book Island წარდგა, 2018 წელს საქართველო ფესტივალის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. ფესტივალი ოფიციალურას 29 მაის გაიხსნა. ქართველი ილუსტრატორების გამოფენა ბერლინში 31 ივლისამდე გაგრძელდება.
ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, Kulturkind-ისა და წიგნის მაღაზიის Ocelot თანამშრომლობით, 31 მაისს ასევე გაიმართა ქართული თანამედროვე საბავშვო წიგნის ილუსტრაციების Meet & Greet Georgia, რომელიც 30 ივნისამდე გაგრძელდება.