გერმანელები ბუნდესლიგის სეზონის განახლების წინააღმდეგნი არიან
გერმანელები ბუნდესლიგის სეზონის განახლების წინააღმდეგნი არიან

გერმანული ტელეკომპანია Deutsche Welle-ს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა გერმანიის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებსაც მაყურებლების გარეშე საფეხბურთო მატჩების განახლება სურთ. დღეს, მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს სეზონის დასრულებას. აპრილის დასაწყისში კი ყველაფერი პირიქით იყო – ფეხბურთის დაბრუნებას ემხრობოდა 52 პროცენტი, წინააღმდეგი იყო – 30 პროცენტი.

6 მაისს უნდა გაიმართოს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიდეოკონფერენცია მინისტრთა კაბინეტთან და ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ ელოდებიან მთავრობისგან სერიოზულ გადაწყვეტილებებს კორონავირუსთან დაკავშირებით.