გერკინის ცათამბჯენთან საეჭვო ყუთის აღმოჩენის გამო, მიმდებარე ტერიტორიას პოლიციელები იცავენ
გერკინის ცათამბჯენთან საეჭვო ყუთის აღმოჩენის გამო, მიმდებარე  ტერიტორიას პოლიციელები იცავენ

ლონდონის ცენტრში, გერკინის ცათამბჯენის მიმდებარე ტერიტორიას პოლიციელები იცავენ.

სამართალდამცველები  გერკინის შენობასთან  საეჭვო ყუთის აღმოჩენის გამო გამოიძახეს.

ადგილზე მობილიზებულმა პოლიციელებმა ბარის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია შემოსაღზვრეს და მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ გერკინის შენობასთან მიახლოებისგან.

პოლიციაში შეტყობინება ადგილობრივი დროით, 8:56 საათზე შევიდა.

შეიცავს თუ არა საფრთხეს საეჭვო შეფუთვა, ამ ეტაპზე უცნობია.