გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი - მუშაობენ ჰიდროლოგები, გეოლოგები, ვსწავლობთ უცხოელი კოლეგების მიერ მოწოდებულ სატელიტების მასალას, პირველადი დასკვნა ორ დღეში იქნება
გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი - მუშაობენ ჰიდროლოგები, გეოლოგები, ვსწავლობთ უცხოელი კოლეგების მიერ მოწოდებულ სატელიტების მასალას, პირველადი დასკვნა ორ დღეში იქნება

დღეს, გამთენიიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ჰიდროლოგები და გეოლოგები აქტიურად მუშაობენ სტიქიის ზონაში, წინასწარი დასკვნა ორ დღეში იქნება, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პირველადი დასკვნა იტყვის როგორც გამომწვევ მიზეზებს, ასევე მოსალოდნელ ვითარებას.

„დღეს, გამთენიიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ჰიდროლოგები და გეოლოგები აქტიურად მუშაობენ სტიქიის ზონაში. შემოვიფრინეთ თითქმის ყველა ხეობა. ახლაც ვმუშაობთ, ექვსი ჯგუფია გასული. ხდება როგორც ვიზუალური, ასევე ინსტრუმენტალური დაკვირვებებიც. წინასწარი დასკვნა ორ დღეში იქნება. პირველადი დასკვნა იტყვის როგორც გამომწვევ მიზეზებს, ასევე მოსალოდნელ ვითარებას“, – აღნიშნა

ამასთან, რაც შეეხება საშიშროებას, მისივე თქმით, ის დიდი ენერგეტიკული პოტენციალი, რაც არსებობდა, განიმუხტა.

„შესაბამისად, დიდი ალბათობით, მსგავსი მასშტაბის სტიქია მოსალოდნელი აღარ არის.

ასევე, ვსწავლობთ სატელიტების მასალას, რომელიც ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა მოგვაწოდეს. ვსწავლობთ მასალას სტიქიამდე მომენტში და მას შემდეგ. ამის დეშიფრირება უნდა მოხდეს. დამუშავებას გარკვეული დრო სჭირდება. ყველა ეს მასალა შეიკრიბება და იქნება საფუძველი იმ დასკვნის, რომელიც ჩვენ მიერ მომზადდება“, – განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.