გენო პეტრიაშვილი RAF-ის ეგიდით კუბელ იონგერ ბასტიდას შეხვდება – გამარჯვებული ტიტულისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

20:10, 27.10.2026

თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში მორიგ შეხვედრას გამართავს 28 ნოემბერს გამართავს. ქართველი ფალავანი კუბელ იონგერ ბასტიდას დაუპირისპირდება.

შეხვედრა ჩიკაგოს მახლობლად, NOW Arena-ზე, RAF 15-ის ტურნირის ფარგლებში გაიმართება. დაპირისპირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან გამარჯვებული მძიმე წონაში ორგანიზაციის ჩემპიონის, უაიატ ჰენდრიქსონის წინააღმდეგ ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას მოიპოვებს.

ამჟამად გენო პეტრიაშვილი RAF-ის მძიმე წონის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს, ხოლო მისი მეტოქე, იონგერ ბასტიდა მეშვიდე პოზიციაზეა.

პეტრიაშვილმა RAF-ში სადებიუტო შეხვედრა 11 ივლისს, თბილისში გამართულ ტურნირზე ჩაატარა და ამერიკელი ჯეიკ ვარნერი დამაჯერებლად, 10:0 დაამარცხა.

ქართველი მოჭიდავე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.

მსგავსი