თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს რამდენიმე ექსპერტი დაემატა
თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს რამდენიმე ექსპერტი დაემატა

დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილება მივიღეთ. საბოლოოდ დაკომპლექტდა და დაემატა რამდენიმე ექსპერტი იმ ჯგუფს, რომელიც შეამოწმებს და იმუშავებს გენგეგმაზე, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მერია სთავაზობს ოპოზიციურ პარტიებს თითო ადამიანი წარმოადგინონ, რომლებიც გენგეგმაზე მუშაობის პროცესში ჩაერთვებიან.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის საერთო სახალხო დოკუმენტი, სადაც უნდა იყოს მაქსიმალური ჩართულობა. ჩვენ გვესმის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან მოწოდება, რომ სურთ ჩაერთონ ამ პროცესში. ჩვენ ვეთანხმებით ამას და ვთხოვთ, თითოეულმა პარტიამ დაასახელოს ერთი ადამიანი და მომართოს მერიას წერილობითი სახით და ჩვენ აუცილებლად ჩავრთავთ ამ ადამიანებს ამ პროცესში“, – აღნიშნა ელოშვილმა.