გენერალურმა პროკურატურამ ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო
გენერალურმა პროკურატურამ ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო

პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება 2019 წლის 22 ოქტომბერს ყოფილი პროკურორის სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში. 

გენერალური პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა სალომე ადეიშვილმა გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით საჯარო განცხადება გაავრცელა, სადაც, როგორც თავად წერს, სამსახურიდან წასვლის მიზეზებსა და პროკურატურაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.

 

დატოვე კომენტარი