გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

10:31, 07.11.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული ტ.ღ. დააკავეს.

დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურე ტ.ღ.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები „ბუპრენორფინი“ და „ალფა-პვპ“, რომელსაც თავისი მართის ქვეშ არსებულ ავტომობილში უკანონოდ ინახავდა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი