გენერალური პროკურორი ხვალ კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებს შეხვდება

18:53, 25.12.2018

საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ხვალ კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებს და მათი ინტერესების დამცველს, ადვოკატ ამირან გიგუაშვილს შეხვდება.

შეხვედრა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 15:00 საათზე გაიმართება.

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების ადვოკატმა შალვა თადუმაძესთან შეხვედრის თხოვნით გენერალურ პროკურატურაში განცხადება დღეს წარადგინა.

მსგავსი