გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თბილისის პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას აღნიშნა, რომ პროკურატურის ახალი შენობა მორგებული იქნება პროკურატურის მუშაკთა საჭიროებებზე და ახალი და კომფორტული გარემო კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის თანამშრომლების საქმიანობას.

პროკურატურის ინფორმაციით, ახალ ადმინისტრაციულ შენობაში თბილისის რაიონული პროკურატურები განთავსდება. რაიონული პროკურატურების თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ.

ახალ შენობაში ასევე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი.