გენერალურ პროკურატურასთან აქცია გაიმართა
გენერალურ პროკურატურასთან აქცია გაიმართა

გენერალურ პროკურატურასთან აქცია გაიმართა. აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ადვოკატებმა გამართეს. აქციის მონაწილეები პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძეს აპროტესტებენ.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა, საპროკურორო საბჭოში ფორმალური პროცესი მიმდინარეობს, პროკურატურა რჩება პოლიტიზებული და მიკერძოებული.

„ირაკლი შოთაძე მიუღებელია, რადგან ის გამოირჩეოდა აღმასრულებელი ხელისუფლების დავალებების უტყვ შემსრულებლად. ის იყო სწორედ პასუხისმგებელი ხორავას ქუჩაზე მოკლული საქმის გამოძიების მიმდინარეობისას დაშვებულ დარღვევებსა და სავარაუდო დანაშაულებზე, ასევე ლაშა თორდიას ცემის ფაქტი. ამ საქმის გამოძიება იყო ჩიხში შესული სწორედ ირაკლი შოთაძის პროკურორობის დროს, როდესაც ის გადადგა, მაშინ წაუყენეს ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი“, – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.