გენერალურ პროკურატურაში საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე გამოიკითხება

11:55, 02.02.2021

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე უკვე მესამედ, საზღვრის დამდგენი კომისიის მოქმედი წევრი მალხაზ მიქელაძე დაიბარეს, რომელიც 2005 წელს სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარე იყო.

მიქელაძე ფიგურირებს რამდენიმე დღის წინ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში, სადაც ის ივერი მელაშვილს დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, მისსავე კაბინეტში სწორედ 2006-2007 წლებში აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის მონაკვეთებზე მომხდარი შეთანხმების შესახებ ესაუბრება.

მიქელაძე გენერალურ პროკურატურაში პირველად გასული წლის სექტემბერში, განმეორებით კი, დეკემბერში გამოიკითხა.

მსგავსი