გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. უწყების ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობა თეიმურაზ ნაჭყებიამ დაიკავა.

მანამდე თეიმურაზ ნაჭყებია საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელი იყო. ბოლო წლებში ის საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე მსახურობდა.

ასევე უწყებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელი რევაზ ბაღაშვილი გახდა. აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე, რევაზ ბაღაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.